11 აგვისტოს “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ახალგაზრდები ქვიზების საშუალებით გაეცნენ “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ტურიზმის და დიპლომირებული მედიკოსის პროგრამებს. გამარჯვებულებს უნივერსიტეტისგან სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სასწავლო პროგრამების, კონფუცის კლასის, საერთაშორისო გაცვლითი პროექტების, სტუდენტური შესაძლებლობებისა და სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” გილოცავთ ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს!
ღონისძიება ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.