სხვადასხვა

პანელური დისკუსია “ფასადი და ფუნდამენტი: რას ეფუძნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა”

12 სექტემბერს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია „ფასადი და ფუნდამენტი: რას ეფუძნება საქართველოს ეკონომიკური ზრდა”.

ღონისძიება მიეძღვნა ეკონომისტის დღეს. საქართველოს ეკონომისტების  პროფესიული დღესასწაული 1999 წელს, ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით დაწესდა და  ყოველი სექტემბრის მეორე პარასკევს აღინიშნება, რაც 1918 წელს პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის “საქართველოს ეკონომისტის” გამოსვლას უკავშირდება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის სფეროს მკვლევრები, პრაქტიკოსი ეკონომისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერ თანამშრომლები.

დისკუსიის პროცესში მიმოხილული იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები, სტრუქტურული რეფორმების, საინვესტიციო გარემოსა  და საერთაშორისო კონტექსტის როლი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული ფაქტორების ეფექტიანმა მართვამ შეუწყოს ხელი არა მხოლოდ მოკლევადიან ეკონომიკურ ზრდას, არამედ მის ხანგრძლივ განმტკიცებასაც.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეთა ნაწილმა ონლაინ ფორმატით მიიღო მონაწილეობა.