“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” 20 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ჟან მონეს მოდულის სკოლა “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” იწყება.
პროექტში მონაწილეები მიიღებენ ცოდნას ისეთი საკითხების ირგვლივ, როგორიცაა:
1. ციფრული ეკოსისტემები და პლატფორმები;
2. მომავლის ტექნოლოგიები: ხელოვნური ინტელექტი
3. ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის შესაძლებლობების გამოყენება კერძო კომპანიების ფინანსების მართვაში;
4. ევროკავშირის ციფრული სტრატეგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაში;
5. რეგიონალური შრომის ბაზრის შესაძლებლობები ციფრულ ეკონომიკაში;
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ჟან მონეს მოდულის პროექტის “ევროპის ციფრული სტრატეგია მომავალი მეწარმეებისა და ლიდერებისთვის” მიზანია ხელი შეუწყოს ციფრული ინსტრუმენტების დანერგვას სხვადასხვა სფეროში საქართველოში სტუდენტების, აკადემიური წრეების და პროფესიული ჯგუფების ჩართულობით. გარდა ამისა, მოდული ევროკავშირის ციფრული სტრატეგიული პრიორიტეტებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
სკოლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი
რეგისტრაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/p2ugEGDoL3E1QzZK6