25 ოქტომბერს, 12:00 საათზე, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი მეტი სიცოცხლის გადასარჩენად ძუძუს კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის აქცია-მარათონში მიიღებს მონაწილეობას.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტი აქტიურად მონაწილეობს ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები, ასევე ქალბატონებისთვის შეთავაზებული იქნება უფასო გამოკვლევები.
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ქუთაისის ცენტრალური ბაღი