საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ინტერაქტიული ლექცია თემაზე „დროის მენეჯმენტი და პროდუქტიულობა“ გაიმართა

23 ოქტომბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტმა”  ალბერტა კოლეჯის წარმომადგენელს ( ლატვია )  ინესე რუტკამს უმასპინძლა.

ლექციის ფარგლებში, ინესე რუტკამ წარადგინა პრაქტიკული მიდგომები და ფსიქოლოგიური ტექნიკები, რომლებიც ინდივიდუალურ ეფექტიანობასა და ორგანიზაციულ დაგეგმვას აუმჯობესებს.

ინეს რუტკამ დამსწრეებთან ერთად განიხილადროის მენეჯმენტის, გადაწყვეტილების მიღების, სტრესის მართვისა და შესრულების გაუმჯობესება ბიზნესში, სამართალში, ფინანსურ აუდიტსა და კვლევით საქმიანობაში.