სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”ონლაინ ტრენინგი – “ლიტერატურის ციტირება და აკადემიური წერის წესები: რეკომენდაციები სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელებისთვის“ გაიმართა

10 დეკემბერს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი თემაზე – “ლიტერატურის ციტირება და აკადემიური წერის წესები: რეკომენდაციები სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელებისთვის” გაიმართა.

ტრენინგს “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით უძღვებოდა.

შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ნაშრომის ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილ პრაქტიკულ რჩევებსა და სტრატეგიებზე, მათ შორის განხილული იქნა:

  • ლიტერატურის სწორად ციტირების ტექნიკები;
  • სტუდენტების ხელმძღვანელობისას ეფექტური კომუნიკაციისა და მენტორობის მეთოდები;
  • უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური რეგულაციები;
  • სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელობის პროცესში ხშირი შეცდომები.

ტრენინგის მიზანი აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება, ხარისხიანი სადიპლომო ნაშრომების მხარდაჭერის უზრუნველყოფა და უნივერსიტეტში აკადემიური სტანდარტების გაძლიერება იყო.