10 დეკემბერს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი თემაზე – “ლიტერატურის ციტირება და აკადემიური წერის წესები: რეკომენდაციები სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელებისთვის” გაიმართა.
ტრენინგს “ევროპის უნივერსიტეტის” ვიცე-რექტორი ნიკოლოზ ფარჯანაძე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით უძღვებოდა.
შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ნაშრომის ხელმძღვანელებისთვის განკუთვნილ პრაქტიკულ რჩევებსა და სტრატეგიებზე, მათ შორის განხილული იქნა:
- ლიტერატურის სწორად ციტირების ტექნიკები;
- სტუდენტების ხელმძღვანელობისას ეფექტური კომუნიკაციისა და მენტორობის მეთოდები;
- უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური რეგულაციები;
- სადიპლომო ნაშრომების ხელმძღვანელობის პროცესში ხშირი შეცდომები.
ტრენინგის მიზანი აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება, ხარისხიანი სადიპლომო ნაშრომების მხარდაჭერის უზრუნველყოფა და უნივერსიტეტში აკადემიური სტანდარტების გაძლიერება იყო.