“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ამსახველ მსოფლიო რუკაზე იქნა დატანილი – idm314.org.
რუკაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 500-ზე მეტი ღონისძიებაა აღნიშნული.
მათემატიკის საერთაშორისო დღე იუნესკოს მე-40 სესიის გადაწყვეტილებით 14 მარტს აღინიშნება, რაც რიცხვ პი–ს (3,14) უკავშირდება. ამ დღის აღსანიშნავად “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მოსწავლეთათვის ვორქშოპი „AI Web Lab: ვებ–მაგია AI-ის დახმარებით” გაიმართება.
მათემატიკის საერთაშორისო დღის პროექტს მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო მათემატიკური კავშირი ხელმძღვანელობს.