სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მსოფლიო რუკაზეა

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ამსახველ მსოფლიო რუკაზე იქნა დატანილი –  idm314.org.

რუკაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 500-ზე მეტი ღონისძიებაა აღნიშნული.

მათემატიკის საერთაშორისო დღე იუნესკოს მე-40 სესიის გადაწყვეტილებით 14 მარტს აღინიშნება, რაც რიცხვ პი (3,14) უკავშირდება. ამ დღის აღსანიშნავადევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტშიმოსწავლეთათვის ვორქშოპი „AI Web Lab: ვებმაგია AI-ის დახმარებითგაიმართება.

მათემატიკის საერთაშორისო დღის პროექტს მსოფლიოს მრავალი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციის მხარდაჭერით, საერთაშორისო მათემატიკური კავშირი ხელმძღვანელობს.