“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა უგულავამ და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა – მაკა ცერცვაძემ, დისკუსიურ ფორუმში “ბალკანეთი – კავკასია” მიიღეს მონაწილეობა, რომელიც პლოვდივის უნივერსიტეტში, კვლევითი პროექტის “მდგრადი ეკონომიკური და კულტურული დიალოგი“ (DUEcoS) ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიებისას აკადემიურმა პერსონალმა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა განიხილეს ინტერკულტურული ურთიერთქმედების თავისებურებები, გაიზიარეს ხედვები და ჩაუყარეს საფუძველი სამომავლო თანამშრომლობას.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მონაწილეობა ფორუმში, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი აკადემიური გამოცდილების მზარდ აღიარებას ევროპულ კვლევით და საგანმანათლებლო სივრცეში.