მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის სიახლეები, სხვადასხვა

ღია კარის დღე “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”

14 მაისს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” გიწვევთ ღია კარის დღეზე, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის, გაცვლითი პროგრამებისა და სტუდენტური შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში თქვენ შეძლებთ:

  • მიიღოთ ინფორმაცია დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე;
  • გაიგოთ მეტი გაცვლით პროგრამებზე და საერთაშორისო პარტნიორებზე;
  • გაეცნოთ შიდა საუნივერსიტეტო გრანტებისა და დაფინანსების სისტემას;
  • დაათვალიეროთ კამპუსი, ბიბლიოთეკა და თანამედროვე ლაბორატორიები.

სპეციალური ვორქშოპი: იმიტირებული პროცესი მედიცინის მიმართულებით.

შეხვედრის ბოლოს გექნებათ შესაძლებლობა პირადად გაესაუბროთ ფაკულტეტის დეკანს, რექტორს და პროგრამის ხელმძღვანელს.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: რეგისტრაცია

დრო: 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, აკაკი წერეთლის ქუჩა N13

CUE-ს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამებზე ჩარიცხვა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება!