“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში ტოკატ გაზიოსმანფაშას უნივერსიტეტიდან (თურქეთი) დოქტორი აილინ მერჯან ალქანი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დოქტორმა აილინ მერჯან ალქანმა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის “სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჯარო ლექციები ჩაატარა.
სტუდენტებისთვის განკუთვნილი ლექცია დაეთმო თემას „ციფრული ტრანსფორმაცია და მდგრადი ფინანსები: ფინანსური სისტემების მომავლის ფორმირება“. შეხვედრას ესწრებოდნენ სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების სტუდენტები.
ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის დოქტორმა ისაუბრა „ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადი ფინანსები და დაზღვევა: სწავლებისა და კვლევითი თანამშრომლობის პერსპექტივები“ თემაზე. ლექციის ფარგლებში აღინიშნა, ციფრული ტრანსფორმაციის, მდგრადი ფინანსებისა და დაზღვევის მიმართულებით სწავლებისა და კვლევითი თანამშრომლობის შესაძლებლობები.
შეხვედრის განმავლობაში, დოქტორ აილინ მერჯან ალქანს უნივერსიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციული და აკადემიური ერთეულის წარმომადგენლებმა, გააცნეს თავიანთი საქმიანობა და ინსტიტუციური განვითარების პროცესში მათი როლი.