“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში“ 8 მაისს სტუდენტური ინიციატივების კონკურსის გამარჯვებული პროექტი “პირველადი დახმარება” გაიმართა, რომელსაც მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო სტუდენტები ახორციელებენ, პროექტი აქტიურად გრძელდება დაინტერესებული პირებისთვის.
შეხვედრაზე, უნივერსიტეტმა ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმთან არსებული კლუბი “ნორჩი მეცნიერის” წევრებს უმასპინძლა, რომლებიც პირველადი დახმარების საბაზისო უნარებს გაეცნენ.
ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ცოდნა გადაუდებელ სიტუაციებში სწორი რეაგირების, დაზარალებულის მდგომარეობის შეფასების, სისხლდენის შეჩერებისა და გულ-ფილტვის რეანიმაციის (CPR) საბაზისო ტექნიკების შესახებ.
პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით მოსწავლეებმა რეალურ სიტუაციებთან მიახლოებულ გარემოში შეძლეს მიღებული ცოდნის გამოყენება და შესაბამისი უნარების განვითარება.
ღონისძიება სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრისა და მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.