“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
აქტივობა ჩატარდა gamification სტილში – სტუდენტებმა თამაშის ელემენტების საშუალებით შეძლეს ბავშვთა უფლებების მნიშვნელობის უკეთ გააზრება და მათთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. თამაშში ჩართული იყვნენ, როგორც სამართლის, ისე სხვა პროგრამის სტუდენტები.
ღონისძიება განხორციელდა პარტნიორ ორგანიზაციასთან – Summer Set Kutaisi-თან თანამშრომლობით, რომელსაც წარუძღვა ორგანიზაციის დამფუძნებელი ჭაბუკი ჭეიშვილი.
ვაცნობიერებთ, რომ ბავშვების უფლებების დაცვა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა – ამ გზაზე კი ცოდნის გაზიარება და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.