სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის” წარმომადგენლები “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” იმყოფებოდნენ

3 დეკემბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”  სოციალურ-მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, “ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის” (ელსა) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ელსა ქუთაისის  წარმომადგენლებმა, ორგანიზაციის ძირითად მიმართულებებზე და სტუდენტებთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტი“ აქტიურად თანამშრომლობს “ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციასთან”, შეხვედრებს მომავალში პერმანენტული ხასიათი ექნება.