“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის” სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის HeinOnline-ის ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია გაიმართა
10 აპრილს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის” სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის HeinOnline-ის ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამისა და ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.
შეხვედრაზე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო ბაზით სარგებლობის წესები და ისაუბრა ელექტრონული რესურსების მნიშვნელობაზე იურისტებისთვის. ყურადღება გამახვილდა საძიებო სისტემის ეფექტურ გამოყენებასა და სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების მოძიებაზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის აუცილებელი საინფორმაციო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას და მათ პროფესიულ განვითარებას.