საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ 28-29 აპრილს სემინარი „Professional Development Workshop in English Language Teaching“ გაიმართება

„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტი“ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინგლისური ენის სპეციალისტების პროგრამის დაფინანსებით 28-29 აპრილს სემინარს„Professional Development Workshop in English Language Teaching“ გამართავს.

სემინარს აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ლივაისი გაუძღვება. ინტენსიური პროგრამა მოიცავს TESOL მეთოდოლოგიას, სასწავლო პროცესში სიახლეების დანერგვას, თანამედროვე მიდგომების გაცნობას და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის კონსულტაციებს.

შესაბამისად,სემინარებზე დასწრება საინტერესო იქნება ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის, მკვლევრებისთვის და ამ მიმართულების პოსტ-დოქტორანტებისთვის.

დეტალური განრიგი:

28 აპრილი

11:00 – 13:00: TESOL Methodology: Contemporary Approaches to Oral Language Instruction + Priorities and Teaching Pronunciation

14:30 – 15:30: PhD Student Consultation; Faculty Consultation

29 აპრილი

11:00 – 12:30: Practical Techniques for Teaching Intelligible Pronunciation + Current Approaches to Researching Oral Language

14:30 – 15:30: PhD Student Consultation; Faculty Consultation

15:30 – 16:00: Closing Ceremony & Certificate Distribution

სემინარები გაიმართება ქუთაისში, „ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“, მისამართი: წერეთლის ქუჩა 13.

სემინარებზე რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ საერთაშორისო თანამშრომლობისა და ერაზმუს მობილობის მენეჯერს, მაკა ცერცვაძეს: maka.tsertsvadze@cue.edu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 აპრილი