სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” “სიცილის ლიგა 2025” გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” არსებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის სახელოვნებო და კულტურული მიმართულების სამსახურის ორგანიზებით 11 აპრილს მორიგი თამაში “სიცილის ლიგა 2025” გაიმართა.

“სიცილის ლიგის” ნახევარფინალში 6 გუნდი მონაწილეობდა:

1. “კეთილი ადამიანები” – ბიზნესისა და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის გუნდი;

2. “მთავრობა“ – სტუდენტური თვითმმართველობის გუნდი;

3. “თენ-გული“- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის გუნდი;

4. “ჯენზი თაობა“ – სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები;

5. “დავითიჩები“ – სამართლის საბაკალავრო პროგრამის გუნდი;

6. “იშვიათი იმერლები“ – ქუთაისის გუნდი;

გამოვლინდა ფინალისტი 4 გუნდი: “კეთილი ადამიანები”; “თენ-გული“; “მთავრობა“ და “იშვიათი იმერლები“.

ფინალის დიდი ჟრიამული და მხიარულება 10 მაისს გაიმართება.