საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტმა მარიამ თავართქილაძე Erasmus+ მობილობის ფარგლებში კომენსკის უნივერსიტეტში სწავლობდა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტმა მარიამ თავართქილაძემ Erasmus+ მობილობის ფარგლებში 6 თვე გაატარა კომენსკის უნივერსიტეტში, სადაც არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა შეიძინა, არამედ კულტურული გაცვლისა და პიროვნული განვითარების უნიკალური შესაძლებლობა მიიღო.

Erasmus+ ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მოკლე და გრძელვადიანი პროექტებით და სწავლა განაგრძონ ევროპის სხვადასხვა უნიევრსიტეტში.

– როგორ იყო შენი მოლოდინები წასვლამდე და რა სირთულეებს წააწყდი?

Ჩემი მოლოდინები ძალიან მაღალი იყო – ველოდი აკადემიურ გამოწვევებს, საერთაშორისო გამოცდილებას და კულტურულ გაცვლას. Სირთულეებიც იყო, თავიდანვე ენის ბარიერი, ახალი გარემოსთან და განათლების სისტემასთან შეგუება და ბიუროკრატიული პროცესები, რომლებიც ზოგჯერ დამაბნეველი იყო.

– როგორ იყო ადაპტაციის პროცესი?

თავიდან ცოტა რთული იყო – ახალ კულტურაში და განათლების სისტემაში ჩართვა, საცხოვრებლის და მეგობრების პოვნა. თუმცა, ერთ თვეში უკვე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობა და სხვა სტუდენტებთან ურთიერთობა ძალიან დამეხმარა ადაპტაციაში.

– რამდენი საგანი ისწავლე და როგორ განსხვავდებოდა სასწავლო პროცესი?

Ჩემი პროგრამის ფარგლებში 5 საგანი ავირჩიე. სასწავლო პროცესი საკმაოდ განსხვავდებოდა – იქ უფრო მეტი დამოუკიდებელი მუშაობა და პროექტებზე დაფუძნებული სწავლება იყო. ლექციები დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობდა, და ლექტორები ძალიან ხელმისაწვდომები იყვნენ.

– რა პიროვნული თუ პროფესიული უნარები განივითარე?

პიროვნულად უფრო დამოუკიდებელი და მოქნილი გავხდი, უკეთესად ვმართავ დროს და სტრესულ სიტუაციებს. პროფესიულად კი გავაუმჯობესე კომუნიკაციის უნარები, გუნდური მუშაობა და კრიტიკული აზროვნება.

– იმოგზაურე თუ არა სხვა ქვეყნებში?

Დიახ, ერაზმუსის პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობა იყო მოგზაურობისთვის. მოვინახულე რამდენიმე მეზობელი ქვეყანა, რაც უფრო ფართო პერსპექტივა მომცა როგორც აკადემიურად, ისე კულტურულად.

– რას ურჩევდი სხვებს?

ვურჩევდი, რომ არ შეუშინდნენ ცვლილებებს. თავიდან შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ეს გამოცდილება ღირს. Ბედავენ, აქტიურად ჩაერთონ უნივერსიტეტის ცხოვრებაში, გაბედულად გაიცნონ ახალი ადამიანები და მაქსიმალურად ისარგებლონ ყველა შესაძლებლობით, რასაც პროგრამა სთავაზობს.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტები იხილეთ აქ.