“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ აგრძელებს კარიერული უნარების განვითარების ღონისძიებათა ციკლს. მიმდინარე წლის 15 აპრილს, უნივერსიტეტის ორგანიზებით, ვორქშოფი თემაზე: „სამოტივაციო წერილის მომზადება და LinkedIn-ის პლატფორმის ეფექტური მართვა“ გაიმართება.
ვორქშოფის განმავლობაში სტუდენტები შეძლებენ შეისწავლონ:
- როგორ დაწერონ ეფექტური და გამორჩეული სამოტივაციო წერილი
- საკუთარი უნარებისა და გამოცდილების სწორად წარმოჩენა
- LinkedIn პროფილის პროფესიონალურად მართვა
- პერსონალური ბრენდის შექმნის ძირითადი პრინციპები
- კარიერული შესაძლებლობების გაზრდის პრაქტიკული გზები
სემინარს წარუძღვება ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისე აარონ ვოიდა, სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგში“.
თარიღი: 15აპრილი, 14:00 საათი.
სამუშაო ენა: ინგლისური
აუდიტორია:საკონფერენციო სივრცე, აუდიტორია 106
ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი”, აკაკი წერეთლის ქუჩა N13
ვორქშოპი“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით ხორციელდება.