,,ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს პროფესიული ნიშნით, ასისტენტ-პროფესორის და ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ეკონომიკა
ასისტენტ-პროფესორის |
ეკონომიკა
ასოცირებული პროფესორის |
1 ვაკანტური ადგილი | 1 ვაკანტური ადგილი |
საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
2.1. ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი (შესაბამის დარგში/სფეროში);
ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით:
ბ.ა) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
ბ.ბ) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
2.2 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):
ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ბ.ა) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
ბ.ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@cue.edu.ge ან / hr@cue.edu.ge )
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“.
კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.
- განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე.
კონკურსის ვადები
- კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 13 თებერვლიდან;
- აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 10 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით;
- კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 21 მარტისა;
- კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 28 მარტისა;
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 1 აპრილისა;
- კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2025 წლის 1 აპრილიდან 4 აპრილის ჩათვლით;
- დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2025 წლის 11 მარტიდან 17 მარტის ჩათვლით.
საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქუთაისი, წერეთლის ქ. N13, info@cue.edu.ge