“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სტუმრად საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი იმყოფებოდა. შეხვედრა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის მიერ იყო ორგანიზებული.
ირაკლი ყანდაშვილმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო მედიაციის არსი, მისი მნიშვნელობა და უპირატესობები. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ცოდნა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც კიდევ უფრო საინტერესოდ და ინტერაქტიურად აქცია დისკუსია.
ღონისძიება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის “კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.