საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

კონკურსი “ერაზმუს+” KA171 ტრენინგ მობილობისთვის ქაისერის უნივერსიტეტში (თურქეთი) 

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ქაისერის უნივერსიტეტთან (თურქეთი) თანამშრომლობის ფარგლებში, “ერაზმუს+” KA171 პერსონალის ტრენინგ მობილობისთვის შიდა შერჩევის პროცესს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში ტრენინგში ჩაერთვება ბიზნესის ადმინისტრირებისა და ეკონომიკის პროგრამის პერსონალი.

კონკურსის შედეგად შერჩეული იქნება ორი მონაწილე, რომლებიც ჩაერთვებიან ექვსდღიან ტრენინგ პროგრამაში, რომელიც განხორციელდება 2026 წლის ივლისამდე.

კონკურსის პირობები:

  • განცხადების წარდგენა შესაძლებელია ონლაინ, Google Forms-ის მეშვეობით, 2026 წლის 15 აპრილის 12:00 საათამდე.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი შემდეგ ბმულზე:
    Google Forms

შეფასების კრიტერიუმები:

  • შერჩევის პროცესი გულისხმობს ინგლისური ენის ტესტირებას B2 დონეზე, რომელიც შეიძლება გაუქმდეს კანდიდატებისთვის, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატები ან დოკუმენტირებული საერთაშორისო სწავლის/მასწავლებლის გამოცდილება.
  • შერჩევის კრიტერიუმები მოიცავს დაგეგმილი აქტივობების მნიშვნელობას, უნივერსიტეტის სტრატეგიასთან შესაბამისობას, ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარს, განხორციელებადობას და მოსალოდნელი შედეგების პრაქტიკულ გამოყენებადობას.
  • კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 20 აპრილს.

შესარჩევ კომისიაში არიან:

  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი  – თათია დოლიძე
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მენეჯერი – მაკა ცერცვაძე
  • სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი – თეონა გრიგოლაშვილი.

შერჩევის პროცესი განხორციელდება უნივერსიტეტის მოქმედი მობილობის წესების შესაბამისად.