სხვადასხვა

კონფუცის კლასის ინიციატივით და მხარდაჭერით, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო ლიტერატურა შეიძინეს

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასის ინიციატივით და მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო ლიტერატურა შეიძინეს. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა 8 სახელმძღვანელო, რომელთა ავტორები არიან უცხოელი მკვლევრები და ავტორები. წიგნების შეძენა განხორციელდა საქართველოსა და კავკასიის ისტორიის, კულტურისა და საზოგადოებრივი განვითარების მრავალმხრივ შესწავლის მიზნით.

აღნიშნული გამოცემები უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ საზოგადოებას საშუალებას მისცემს, საქართველო და კავკასია დაინახონ უცხოელი ავტორების თვალით, განსხვავებული აკადემიური პერსპექტივით, რაც ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას, კვლევითი უნარების გაღრმავებას და საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსთან დაახლოებას.

კონფუცის კლასის მიერ მსგავსი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული-ჩინური თანამშრომლობისა და კულტურულ-აკადემიური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. წიგნების ბიბლიოთეკისთვის გადაცემა წარმოადგენს განათლების, კულტურული დიალოგისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობის მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც ემსახურება ახალგაზრდა თაობის განათლებასა და საერთაშორისო ხედვის ჩამოყალიბებას.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ცოდნის გაზიარებას, კულტურათაშორისი დიალოგის განვითარებას და საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას.