სხვადასხვა

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასს სტუმრობდნენ

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის წარმომადგენლები “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასს სტუმრობდნენ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვა და მოიცავდა განათლების, კულტურული ურთიერთობებისა და ჩინური ენის პოპულარიზაციის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩინური ენის კუთხის შექმნის ინიციატივას, რომლის გახსნა მიმდინარე წლის ივნისში იგეგმება.

აღნიშნული სივრცე ხელს შეუწყობს ადგილობრივი საზოგადოებისათვის ჩინური ენის, კულტურისა და საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს კულტურათაშორის დიალოგსა და საგანმანათლებლო თანამშრომლობას რეგიონულ დონეზე.

ინიციატივას მხარდაჭერას უცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, რაც პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობასა და მდგრად განვითარების პერსპექტივებს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით და ადასტურებს უნივერსიტეტის აქტიურ როლს საერთაშორისო აკადემიური პარტნიორობების განვითარებაში.