6 თებერვალს ქუთაისის უნივერსიტეტის მედიცინის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი მირანდა თედეშვილი უძღვებოდა. მონაწილეები უნივერსიტეტის კვლევების დაფინანსების პოლიტიკას, წესს და მექანიზმებს დეტალურად გაეცნენ.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვისა და პლაგიატის პრევენციის საკითხებს. განხილული იქნა უნივერსიტეტში მოქმედი პროცედურები და მექანიზმები პლაგიატის აღმოჩენის, თავიდან აცილებისა და მასზე რეაგირების უზრუნველსაყოფად.