ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი ნინო წიქორიძე “ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში ბულგარეთის ქალაქ ველიკო-ტარნოვოში იმყოფებოდა, სადაც St. Cyril and St. Methodius University-ში მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე ლექციები წაიკითხა.
სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა მედიაციის არსი და პროცესი, მისი უპირატესობები, ასევე მედიაციის რეგულირების ქართული და ევროპული მოდელები.
“ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის მიზანია საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე ქუთაისის უნივერსიტეტი თანამშრომლობს 21 ქვეყნის 67 უნივერსიტეტთან.
ვრცლად ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტები იხილეთ აქ: https://unik.edu.ge/saertashoriso-urtiertobebi/saertashoriso-partniorebi/