3 აპრილს, “Erasmus+” პროგრამის ფარგლებში, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” ვისტულას უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი ნიკოლას ლევი ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სოციალურ-მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ინტერაქტიური საჯარო ლექცია თემაზე “Valuation of Companies” ჩატარდა.
პროფესორმა ლევიმ დეტალურად განიხილა კომპანიების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიები, რეალური ბიზნესქეისები და პრაქტიკული მიდგომები. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა იმაზე, თუ რატომ ირჩევენ კომპანიები ბაზარზე შესვლის განსხვავებულ სტრატეგიებს, როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რა არის მათი წარმატების ძირითადი ფაქტორები.