სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ახალი საგამოცდო მოდულის პრეზენტაცია გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ახალი საგამოცდო მოდული დაინერგა. ამასთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი კიკალიშვილმა, სოციალური მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საგამოცდო პროცესში განხორციელებული ცვლილებები.

სტუდენტები ასევე გაეცნენ გამოცდიდან მოხსნის, ნაშრომის გასწორებაზე უარის თქმის საფუძვლებსა და შედეგების გასაჩივრების დეტალებს.

დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რაც ხელს უწყობდა პროცესის გამჭვირვალობასა და თემის უკეთ გააზრებას.