,,ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიცია:
აკადემიური ნიშნით:
1. 1 პროფესორი- ეკონომიკის მიმართლება
2. 1 ასოცირებული პროფესორი – მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროფესიული ნიშნით:
1. 1 ასოცირებული პროფესორი – ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები
2. 1 ასოცირებული პროფესორი- ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა;
3. 1 ასოცირებული პროფესორი – (საზოგადოებრივი მეცნიერებების და ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკა);
4. 3 ასისტენტ პროფესორი – საზოგადოებრივი მეცნიერებები და ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკა;
5. 1 ასისტენტ პროფესორი- მონაცემთა სტრუქტურა;
6. 1 ასისტენტ პროფესორი -რუსული ენა.
2. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
• დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
• პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
• პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
• დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
• პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
• პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):
• არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
• დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად: არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
• უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება ;
• შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):
• არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
• დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით: არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში
• პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
3. საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, ადამიანური რესურსებისა მართვისა და საქმისწარმოების სამსახურში info@cue.edu.ge/hr@cue.edu.ge);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (სასურველია ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების,2 პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;
დ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ე) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
ვ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
ზ)„სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა“.