26 თებერვალს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ, სკოლის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრის განმავლობაში მათ უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
საუნივერსიტეტო ტურის ფარგლებში საერთაშორისო სამსახურის მენეჯერმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული გაცვლითი პროგრამების და საერთაშორისო პარტნიორების შესახებ.
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრთან არსებულმა ფსიქოლოგიური კონსულტაციის წარმომადგენელმა, ფსიქოლოგმა ნინო ქარსელაძემ სკოლის მოსწავლეებს, გააცნო ცენტრის კონცეფცია, სერვისის საჭიროება და აკადემიურ პროცესში ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა.
ფსიქოლოგმა აბიტურიენტებს მისცა რეკომენდაციები თუ როგორ აიმაღლონ მოტივაცია სასწავლო პროცესში და როგორ გაუმკლავდნენ წინასაგამოცდო სამზადისში წარმოქმნილ სტრესს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის კამპუსის ტური მოაწყვეს. მოსწავლეებმა სასამართლო დარბაზი, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს.
კონფუცის კლასში მათთვის მცირე პრეზენტაცია და შემეცნებითი სახალისო აქტივობა გაიმართა.