4 მარტს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსმა თინათინ მეფარიშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ, სკოლის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართეს.
შეხვედრის განმავლობაში მათ უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.
საუნივერსიტეტო ტურის ფარგლებში EPLO-ს რეგიონული დირექტორი (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) ელჩი იოსებ ნანობაშვილი ონლაინ ფორმატში ჩაერთო, რომელმაც სკოლის მოსწავლებისთვის,გააცნო ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის საქმიანობა, EPLO-ს უნივერსიტეტის – ELGS-ის სტრუქტურა, ELGS-ის ადმინისტრირების საკითხები, მისი აკადემიური პერსონალი.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის კამპუსის ტური მოაწყვეს. მოსწავლეებმა სასამართლო დარბაზი, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს.
კონფუცის კლასში მათთვის მცირე პრეზენტაცია და შემეცნებითი სახალისო აქტივობა გაიმართა.