ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის სიახლეები

CUE-ს ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი SN Business & Economics სამეცნიერო რეცენზენტთა გუნდში მიიწვიეს

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, გოჩა უგულავა გამომცემლობა Springer Nature-ის პრესტიჟული ჟურნალის SN Business & Economics სამეცნიერო რეცენზენტთა გუნდში მიიწვიეს.

SN Business & Economics წარმოადგენს მსხვილ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის საერთაშორისო ბაზაში და აქვეყნებს მოწინავე კვლევებს მაკროეკონომიკის, მენეჯმენტის, ფინანსებისა და ბიზნეს-სტრატეგიების მიმართულებით.

მსგავსი ინტეგრაცია გავლენას ახდენს სამეცნიერო პუბლიკაციების ხარისხზე და ხელს უწყობს აქტუალური კვლევითი ტრენდების დანერგვას უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში.

Springer Nature-ის დონის გამოცემების ექსპერტთა გუნდში მიწვევა ადასტურებს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კვლევითი კომპეტენციების მაღალ დონეს და აღიარებს მას გლობალური მასშტაბით.