“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრისა და ფაკულტეტების ორგანიზებით გამართული “სამეცნიერო კვირეული სტუდენტებისთვის 2026” წარმატებით დასრულდა.
კვირეულის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო სესიებს და ვორქშოპებში.
კვირეულის მიზანი სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების პოპულარიზაცია, ასევე სამეცნიერო საქმიანობისადმი ინტერესის გაღრმავება იყო.
პროგრამა აერთიანებდა როგორც ქართულ, ისე ინგლისურენოვან სესიებს მედიცინის, სამართლის, ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.
სამეცნიერო კვირეულში მონაწილე სტუდენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებისთვის სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას.