25 თებერვალს, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა და საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია სამართლის პროგრამის სტუდენტებისთვის პროფესიული შესაძლებლობების გაფართოება, სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული აქტივობების განხორციელებას, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გააძლიერონ კარიერული პერსპექტივები.
მემორანდუმის ფარგლებში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ დასაქმების ფორუმებში, გახდნენ ორგანიზაციის წევრები და ისარგებლონ სხვადასხვა ბენეფიტებით.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლის დირექტორმა ირმა კახიძემ.