17 დეკემბერს, "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" ნათია ფანჯიკიძესთან თემაზე: "ციფრული ეპოქა და ემოციური ინტელექტი წარმატებისთვის“ შეხვედრა გაიმართა, შეხვედრა დაეთმო თანამედროვე ციფრულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს - ემოციურ ინტელექტს.
ლექცია განკუთვნილი იყო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებმაც მიიღეს პრაქტიკული რჩევები ემოციური ინტელექტის, როგორც კარიერული წარმატებისთვის საჭირო ერთ-ერთი რბილი უნარის განვითარებაზე ციფრულ გარემოში. ასევე, შეხვედრის ფარგლებში, გაეცნენ ტექნოლოგიების გავლენას ადამიანის ფსიქოლოგიასა და კომუნიკაციის უნარებზე.
შეხვედრა განხორციელდა სტუდენტთა ინტერესების კვლევის საფუძველზე, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით.