სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” 6 მარტს პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ კურსის პროგრამასა და მიზნებს. შეხვედრის მეორე ნაწილში მათ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ჯგუფური დავალებები შეასრულეს.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებმა სამართლის კურსის მოსწავლეებს უნივერსიტეტის ისტორიისა და სწავლების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.