9 დეკემბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, ლიმბახის დიაგნოსტიკური ლაბორატორიების ჯგუფის ოფიციალური პარტნიორი “მრჩეველის” ბიოინჟინერი ლუკა ივანეიშვილის საჯარო ლექციას თემაზე, “სამედიცინო მოწყობილობები – ბირთვული მედიცინა SPECT & PET” გაიმართა.
მომხსენებელმა თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობის მნიშვნელობაზე, მის როლზე კლინიკურ პრაქტიკასა და სამედიცინო კვლევაში ისაუბრა.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა ერთფოტონიან ემისიურ კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და პოზიტრონულ ემისიურ ტომოგრაფიაზე.
ღონისძიება “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით ჩატარდა.