5 მარტს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით საჯარო ლექცია თემაზე – “ჰიპერტენზია – #1 მკვლელი მსოფლიოში” გაიმართა, რომელსაც “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აფილირებული პროფესორი, კარდიოლოგი, ჰიპერტენზიის შემსწავლელი საზოგადოების გამგეობის წევრი ვაჟა აგლაძე უძღვებოდა.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო არტერიული ჰიპერტენზიის გლობალური გავრცელება, მისი გავლენა გულსისხლძარღვოვან დაავადებებზე, პრევენციისა და თანამედროვე მართვის მიდგომები საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე.
მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მიზნად ისახავს სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა.