სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

25 სექტემბერს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საკონფერენციო სივრცეში სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო იმ სერვისების წარდგენა, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების სრულფასოვან ჩართულობას უნივერსიტეტის ცხოვრებაში და პიროვნულ განვითარებას აკადემიური პროცესის მიღმა.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ შემდეგ მიმართულებებს:

  • კარიერული განვითარების მხარდაჭერა და პროფესიული უნარების გაუმჯობესება
  • კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები
  • სტუდენტური კლუბები და ინიციატივები
  • ქორეოგრაფიული ანსამბლი (დარეგისტრირების შესაძლებლობით)
  • ინტერკულტურული საღამოები
  • კონფუცის კლასი
  • ფსიქოლოგიური მომსახურება და სხვა

ღონისძიებამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა აღმოეჩინათ მათთვის საინტერესო სივრცეები და აქტიურად ჩართულიყვნენ უნივერსიტეტში არსებულ მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებაში.