სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

3 აპრილს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაცვლითი პროგრამიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარი გამოცდილება ფართო აუდიტორიას გაუზიარეს.

სტუდენტებმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრეს პროგრამის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებზე. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს როგორც აკადემიურ, ისე კულტურულ გამოცდილებაზე, რაც მათთვის უცხოეთში სწავლის პროცესმა უზრუნველყო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები, რომლებმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობების მიმართ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და მიეღოთ პრაქტიკული რჩევები.

პრეზენტაციის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას სხვა სტუდენტებისთვის მომავალშიც გეგმავენ.