სხვადასხვა, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” “STREET LAW” მონაწილეთა შერჩევის კონკურსი დასრულდა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მონაწილე მოსწავლეთა შერჩევის მიზნით კონკურსი დასრულდა.

კონკურსის შედეგად გამოვლინდა საჯარო და კერძო სკოლის 25 გამარჯვებული მოსწავლე, რომლებმაც წარმატებით გადალახეს შესარჩევი ეტაპი და პრაქტიკული სამართლის კურსის მსმენელები გახდნენ. კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს შედეგების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნებათ.

ასევე, შეირჩა პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” განმახორციელებელი 6 სტუდენტი, რომლებიც პროგრამის განხორციელების ყველა ეტაპზე ჩაერთვებიან და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ.

პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა 6 მარტს 16:00 საათზე, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სასამართლო დარბაზში გაიმართება.

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.