“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამეცნიერო ჟურნალმა „ეკონომიკური პროფილი“ („Economic Profile“, www.economicprofile.org) ოფიციალურად გააფორმა ელექტრონული ლიცენზირების შეთანხმება EBSCO Publishing-თან, რომელიც წარმოადგენს სრულტექსტიანი ჟურნალების და ელექტრონული წიგნების წამყვან აგრეგატორს მსოფლიოში. ჟურნალ „ეკონომიკური პროფილის“ სრული ტექსტების ნახვა შესაძლებელია EBSCOhost™ მონაცემთა ბაზებში.
EBSCO Publishing წარმოადგენს ერთ-ერთ უძველეს და უმსხვილეს საერთაშორისო საგამომცემლო აგრეგატორს, რომელიც დაარსდა აშშ-ში 1944 წელს. ის აერთიანებს 110,000-ზე მეტ ელექტრონულ ჟურნალს, წიგნს და კვლევით რესურსს სხვადასხვა დისციპლინაში. EBSCO-ს პლატფორმით ყოველდღიურად სარგებლობენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები და საჯარო ბიბლიოთეკები, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ფართოდ გავრცელებულ ელექტრონულ რესურსად აქცევს.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამეცნიერო ჟურნალის „ეკონომიკური პროფილის“ ინტეგრაცია ამ მასშტაბურ სისტემაში წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს როგორც უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევითი საქმიანობის განვითარებისთვის, ასევე ქართული სამეცნიერო სივრცის გლობალურ აკადემიურ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.