“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ინიციატივით, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, სტუდენტური პროექტების განაცხადების მიღება დაიწყო.
განაცხადის წარდგენა სტუდენტებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საპროექტო განაცხადის წარდგენა 27 აპრილი ჩათვლით ელექტრონულად არის შესაძლებელი შემდეგ ელ.ფოსტაზე: studentandalumniservicecenter@cue.edu.ge
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებისათვის აღნიშნული კონკურსი არის შესაძლებლობა პროექტის სახით წარადგინონ ინიციატივა და მოიპოვონ დაფინანსება იდეების განხორციელებისთვის.
საპროექტო განაცხადის მიმართულებებია სოციალური, კულტურული, შემეცნებითი, ინოვაციური, კვლევითი და ტექნოლოგიური პროექტები.
სტუდენტური ინიციატივების კონკურსისთვის სპეციალურად შექმილი კომისიის მიერ შეირჩევა 2 საუკეთესო პროექტი, რომელიც მოიპოვებს დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაციისა და რეკომენდაციებისთვის მიმართეთ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრს შემდეგ ელ.ფოსტაზე: studentandalumniservicecenter@cue.edu.ge ან ადგილზე – ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი, ოთახი N 208.
საპროექტო განაცხადის დებულება და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ ფაილში: