საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” და ევრო კოლეჯი თანამშრომლობას იწყებენ

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და ევრო კოლეჯს (ჩრდილოეთ მაკედონია) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობასა და განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

ევრო კოლეჯი, რომელიც 2003 წელს ჩრდილოეთ მაკედონიაში, კუმანოვოში დაარსდა, არის აკრედიტებული კერძო კოლეჯი, რომელიც გთავაზობთ ბიზნესადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. კოლეჯი თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და კოლეჯებთან, მათ შორის ლონდონის უნივერსიტეტთან, უელსის უნივერსიტეტთან და კენსინგტონის ბიზნესკოლეჯთან.

აღსანიშნავია, რომ ევრო კოლეჯი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მეორე პარტნიორია ჩრდილოეთ მაკედონიაში.