4 მარტს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსმა თინათინ მეფარიშვილმა, სკოლის მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია გამართა.
შეხვედრაზე თინათინ მეფარიშვილმა უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის კამპუსის ტური მოაწყვეს. მოსწავლეებმა სასამართლო დარბაზი, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და მედიცინის ფაკულტეტის ლაბორატორიები დაათვალიერეს.
კონფუცის კლასში მათთვის მცირე პრეზენტაცია და შემეცნებითი სახალისო აქტივობა გაიმართა.