“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა შესარჩევი ეტაპი დასრულდა. “ერაზმუს+” შერეული ინტენსიური პროგრამის „სმარტ უნივერსიტეტი, სმარტ კამპუსი III“ ფარგლებში, რომელსაც ხორვატიის ქალაქ ვუკოვარში მოქმედი „ლავოსლავ რუჟიჩკას“ სახელობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მასპინძლობს.
შერჩეულია 6 სტუდენტი CUE-ის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის პროგრამიდან:
თინიკო მესხი
ნინო ადამია
ნინო კალაძე
გოჩა კუპრაძე
გვანცა ჭელიძე
ანი ჭოლაძე
“ერაზმუს+” შერეული ინტენსიური პროგრამა ინტერდისციპლინურია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სმარტ და მდგრადი კამპუსები, უმაღლეს განათლებაში ციფრული ტრანსფორმაცია, ინოვაცია, ასევე საუნივერსიტეტო გარემოში ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
პროგრამა ორი კომპონენტისგან შედგება. ონლაინ ნაწილი რომელიც, 2026 წლის 13-16 აპრილს ჩატარდება, ხოლო ფიზიკური მობილობა ხორვატიის ქალაქ ვუკოვარში გაიმართება 2026 წლის 20-24 აპრილს.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ულოცავს შერჩეულ სტუდენტს და უსურვებს წარმატებას “ერაზმუს +” საერთაშორისო გამოცდილების მიღების გზაზე.