სხვადასხვა, საგამოცდო ცენტრის სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა საგამოცდო ცენტრის დამკვირვებლებთან

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალი კიკალიშვილმა, საგამოცდო ცენტრის დამკვირვებლებთან საინფორმაციო შეხვედრა
გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების წესები და პროცედურები. შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილეს გასული საგამოცდო პერიოდი,
გამოიკვეთა არსებული გამოწვევები და დაიგეგმა მომავალი საგამოცდო პროცესის ეფექტურად წარმართვის საკითხები.

შეხვედრას ესწრებოდა ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი თათია ხარაბაძე, რომელმაც ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და პროცესების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე.