2025-2026 აკადემიური სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის სტუდენტთა განცხადებების მიღება იწარმოებს 2026 წლის 10-დან 16 თებერვლის ჩათვლით, ხოლო კრედიტების აღიარება მოხდება არაუგვიანეს 2026 წლის 19 თებერვალი.
გთავაზობთ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტურ ადგილებს:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა -5 ვაკანტური ადგილი II, IV, VI, VIII სემესტრებისთვის;
- ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი II, IV, VI, VIII სემესტრებისთვის;
- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილიII, IV, VI, VIII სემესტრებისთვის;
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი – II, IV, VI, VIII სემესტრებისთვის.
ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე, შიდა მობილობით სარგებლობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ჩაბარებული აქვს მათემატიკა.