სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის სიახლეები, სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართა

„ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა“ და „ევროპის უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის ონლაინ ტრენინგი – „გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება“ ჩატარდა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მასწავლებელთა პროფესიული უნარების გაძლიერებას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა:

– გაკვეთილის ეფექტიანი დაგეგმვა
– SMART მიზნების ჩამოყალიბება
– შეფასების თანამედროვე მიდგომები

სესია მოიცავდა თეორიულ ნაწილს, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და განხილვებს.

მონაწილეებმა იმუშავეს ერთიან სასწავლო პროცესზე, სადაც სწორად დაგეგმვა და შეფასება ხელს უწყობს პროგრესს და ხარისხიან უკუკავშირს.

ტრენინგი მოიცავდა ორ პრაქტიკულ აქტივობას:

– გაკვეთილის დაგეგმვის შექმნა

– შეფასების რუბრიკის შედგენა

ტრენინგს გაუძღვა: სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ტრენერი და “ევროპის უნივერსიტეტის” აფილირებული ასისტენტ-პროფესორი მარიამ რამინაშვილი.

ტრენინგს 128 მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან ესწრებოდა.